საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს ბრატისლავაში შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ,ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს და შემდგომ ნაბიჯებს, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს.