ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებდა, მმართველი პარტიისთვის მიუღებელია.
მამუკა მდინარაძის თქმით, ჰერჩინსკის განცხადების ეს ნაწილი ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავდა, რადგან რუსეთს გადაწყვეტილების მიღებისთვის არანაირი პოლიტიკური თანხმობა არ სჭირდებოდა.
განსხვავებული პოზიცია აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. მათი თქმით, ახლა ქვეყანამ არჩევანი რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის უნდა გააკეთოს. ოპოზიცია იმასაც, აღნიშნავს, რომ ,,ქართულულ ოცნებას" არასწორი პოლიტიკური კურსი აქვს არჩეული.