მორიგი დაპირისპირება ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში, პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის ინიცირებულია დეპუტატების ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებითაც ფრაქციის და პარტიის დატოვების შემთხვევაში დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. ამ საკითხს დეკანოიძის და გოცირიძის ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოყვა.