საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილეს. კომიტეტს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი მსხილაძეც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული ოცნების მხრიდან აშკარა მცდელობაა , პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები მაქსიმალურად შეიზღუდოს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები კი იმას გულისხმობს, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარადგენს. გარდა ამისა, იცვლება კვორუმიც. პარლამენტს მხოლოდ 76 ხმით შეეძლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცესკოს ახალი ხელმძღვანელის აჩევას ოპოზიციის დახმარების გარეშეც შეძლებს. ოპოზიცია კვლავ კრიტიკულად აფასებს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, გაასაჩივროს აღნიშნული ცვლილებები. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ტრადიციულად ამტკიცებენ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.