ისტორიაში პირველად, 2023 წელს მზის ენერგიაში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება, ვიდრე ნავთობში. ოსალოდნელია, რომ ტექნოლოგიები, რომლებიც ნახშირბადის დაბალი ემისიებით გამოირჩევიან, მთლიანად ელექტროენერგიაში ჩადებული ინვესტიციების 90%-ს მიაღწევს.
აღსანიშნია ისიც, რომ სულ უფრო იზრდება და რეკორდულ ნიშნულებს აღწევს ელექტრომობილების გაყიდვებიც. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ამბობენ, რომ ამას არაერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, ძლიერი ეკონომიკური ზრდის პერიოდებიდან დაწყებული წიაღისეული საწვავის არასტაბილური ფასებით დამთავრებული, რამაც შეშფოთება გამოიწვია ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
გარდა ამისა, სახელმწიფოები, მათ შორის, აშშ, ჩინეთი, იაპონია თუ სხვები - დიდ ყურადღებას უთმობენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას.