ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით, იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი მზად არიან ჩამოაგდონ ნებისმიერი ჭურვი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი რაკეტის გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სერიოზული დარღვევა იქნება.
ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალურმა ფხენიანმა სამხედო საჯაშუშიო თანამგზავრზე მუშაობა დაასრულა და მისი გაშვება 31 მაისიდან 11 ივნისამდე მოხდება.
კორეელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თანამგზავრი არის სათვალთვალო ტექნოლოგიური პროგრამის ნაწილი, რომლებიც მიზნად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს.