არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების კუთხით ქვეყნაში არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
მესამე სექტორის განმარტებით, ევროპელი ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ კონკრეტული მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვნად შესრულების გამო და მიიჩნევენ, რომ რეფორმების გასატარებლად ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება უნდა აჩვენოს.
არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლების დამოკიდებულება, წინა ვიზისტთან შედარებით, გაუარესებულია, რაც ქვეყანაში მიმდინარე ბოლო პროცესებმა, მათ შორის რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენამ გამოიწვია.