იტალიის სერია A-ში ტურინის იუვენტუსმა მილანს 37-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში უმასპინძლა. "ბებერ ქალბატონს" ამ მატჩის მოგება სჭირდებოდა, რადგან ქულების დაკლებისა და ემპოლისთან მარცხის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამოშორდა, შესაბამისად, მე-4 ადგილზე მყოფი სტეფანო პიოლის გუნდისთვის დღეს ფრეც საკმარისი იყო. მილანმა საბოლოო ჯამში, სტუმრად 1:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
ერთადერთი გოლი მილანმა ტურინელებს მე-40 წუთზე გაუტანა. გუნდის კაპიტანმა, დავიდე კალაბრიამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, მეორე სართულზე ბრძოლაში ყველას ოლივიე ჟირუმ აჯობა, რომელმაც შესანიშნავი თავური დატყმით გოლი გაიტანა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ტურინელებს ამ მარცხის შემდეგ კვლავ 59 ქულა აქვთ და მე-7 ადგილზე არიან. იუვენტუსს ევროპა ლიგის ზონამდე 1 ქულა აშორებს, რადგან მე-6 ადგილზე მყოფ 60 ქულა აქვს, მეხუთეადგილოსან ატალანტას კი 61. რაც შეეხება მილანს, პიოლის გუნდი 67 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. 4 ივნისს ბოლო ტურში იუვე უდინეზეს ესტუმრება, მილანი კი ვერონას უმასპინძლებს.