უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსეთი ქვეყანას რაკეტებითა და დრონებით უტევს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება, რომ რუსები ოდესაზე საჰაერო თავდასხმას ახორციელებენ. "მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები. შესაძლოა თავდასხმის რამდენიმე ტალღა იყოს", - აცხადებენ სარდლობაში. ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, რომ, ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა. აფეთქებების ხმები ისმოდა ხმელნიცკის ოლქშიც.
ამასთან, ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, აფეთქებების ხმები დედაქალაქის სამ რაიონში ისმოდა. არიან დაშავებულებიც.