ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა 97 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 39 დარტყმა განახორციელეს.
რუსულმა ძალებმა, ასევე 59 ირანული "შაჰედის" ტიპის დრონიც გამოიყენეს, საიდანაც 58 უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს.
გენშტაბის ცნობითვე, მძიმე ბრძოლების ეპიცენტრად კვლავ ბახმუტი და მარინკა რჩება. გასულ 24 საათში, უკრაინულმა თავდაცვამ მტრის 19 შეტევა მოიგერია.
ამავე ცნობის თანახმად, უკრაიული თავდაცვა მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.