თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თანამედროვე ქართველი მხატვრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა . გამოფენის ორგანიზატორები საქველმოქმედო ფონდი „ხომლი“ და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა იყო.
გამოფენა ჰიდროცეფალიით დაავადებული ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებმაც უსასყიდლოდ გადასცეს მამას, რომელიც შვილის დასახმარებლად იბრძვის.