რადიკალური ოპოზიცია დღეს დგას საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში - ამის შეახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"რადიკალური ოპოზიცია დღეს დგას საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში, ის არ არის ხელისუფლების ოპონენტი. ბუნებრივია, ფაქტი, რომ 26 მაისს ამდენი პროვოკაცია დაიგეგმა, ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩრდილი მიეყენებინათ მნიშვნელოვანი თარიღისთვის, კიდევ ადასტურებს ვისთან გვაქვს საქმე.
როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქცეოდნენ, ისე იქცევიან ოპოზიციაში. მაშინაც ყველაფერ ეროვნულ და ფასეულს ფეხქვეშ თელავდნენ, დღეს დაკავებულები არიან იგივე საქმით. ამიტომ ვუწოდებთ მათ რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ განაგრძოს განვითარება, თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ ოჯახში, რომლის წინააღმდეგაც მუშაობენ ჩვენი ოპონენტები“,- აღნიშნა თალაკვაძემ.