ქალაქ დნიპროს სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის თქმით, გარდაცვლილები არიან: 56 წლის ექიმი, დანგრეული სამედიცინო დაწესებულების 64 წლის თანამშრომელი, ისევე როგორც 57 წლის პირი, რომელიც ახლომდებარე ვეტერინარულ კლინიკაში მუშაობდა.
შეგახსენებთ, 26 მაისს რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ქალაქ დნიპროში ერთ-ერთ ამბულატორიულ კლინიკასა და ვეტერინარულ კლინიკაზე.