რამდენიმე დღეში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. საერთაშორისო ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე მმართველ გუნდში იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ბრიუსელში სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელ პოზიციას არ დააფიქსირებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება არა სიტყვით, არამედ საქმით უნდა დაამტკიცოს და პოლიტიკური პატიმრები შეიწყალოს.