საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი ხელისუფლება რუსეთთან დაახლოების მცდელობაში დაადანაშაულა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენებისა და ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი გაცხადებულად არ აქვს.