უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დაწყებულია და უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიას არ დაარტყამენ და მათ მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის გამოიყენებენ.
პოდოლიაქკის განცხადებით, ახლა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები, Leopard-ის ტანკები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები აქვს.