სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ძალები ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებენ. წვრთნები სეულსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო ალიანსის დამყარებიდან 70 წლისთავს აღნიშნავს.
სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წლევანდელ წვრთნებში სამხრეთ კორეიდან და შეერთებული შტატებიდან, მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავები, საბრძოლო ვერტმფრენები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი ჩაერთვება.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში. ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ საკუთარ „ზღურბლთან“ ასეთ მტრულ ქმედებას არ დაუშვებს.