"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ და ამავე პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში განცხადება შეიტანეს. ისინი სემეკის რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და კომუნალური გადასახადებზე ტარიფების შემცირებას მოითხოვენ.