ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 285 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და შესაბამისი აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვის დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.
პენტაგონის შემადგენლობაში შემავალი უსაფრთხოების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, NASAMS სისტემის შესყიდვის მოთხოვნა უკრაინის მთავრობამ შეიტანა. ასევე საუბარია აღჭურვილობის შეძენაზე, მათ შორის GPS მიმღებების, ხელსაწყოების, გენერატორების, სათადარიგო ნაწილების, ლოგისტიკასა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერასთან დაკავშირებული ელემენტების შეძენაზე.