დღეს თბილისის წიგნის ფესტივალი იხსნება. "ბიბლუსი" ტრადიციულად წელსაც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა და კიდევ უფრო მასშტაბურად არის წარმოდგენილი.
წელს "ბიბლუსს" 15 წელი შეუსრულდა. თარიღის აღსანიშნავად კომპანია ერთგულ მომხმარებლებს ბევრ სიახლეს სთავაზობს, მათ შორის პირველად "ბიბლუსის" ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების სხვადასხვა ჟანრის საკოლექციო წიგნები და ალბომები.შეთავაზებაშია 50%-მდე ფასდაკლება, ასევე "თიბისის" მოსწავლისა და სტუდენტური ბარათების მფლობელებისთვის 40%-იანი ქეშბექი.