ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში პატარა მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის აშშ-ის დახმარების კოორდინატორმა, მარია ლონგიმ განაცხადა. მისი თქმით, პატარა მოდულური ბირთვული რეაქტორების ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებამ, შესაძლოა უფრო დიდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გამოიწვიოს როგორც რუსეთისგან, ასევე ჩინეთისგან. სომხური მედიის ცნობით, ლონგიმ აღნიშნულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სესიაზე განაცხადა.