თურქეთის შემდეგ, საქართველო რუსებისთვის, მეორე ყველაზე პოპულარული ქვეყანა გახდა. რუსეთის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ეროვნული კავშირის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში რუს ტურისტებს სამზარეულო, მთები და ზღვის სანაპირო იზიდავს, თუმცა ალექსეი ვოლკოვი აქვე ამბობს, რომ საქართველო თურქეთის ადგილს ვერ დაიკავებს,რადგან თურქეთში მომსახურების სხვა ხარისხია.