საქართველოში, მხოლოდ ბოლო 6 თვეში რუსეთის 4 ათასამდე მოქალაქემ იყიდა ბინა. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის, რუსეთის ფედერაციის 3 878 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 4 745 საცხოვრებელ ბინაზე.
ასევე საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციის 400 -ზე მეტმა მოქალაქემ, 543 მიწის ნაკვეთი იყიდა საქართველოში. ხოლო, 886 ისეთ ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რუსეთის 829 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.