პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მე-2 კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზრდება. გაიზრდება ტურიზმის მოცულობაც.
ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად კვლავ შენარჩუნდება შიდა ტურიზმის აქტივობა. გაიზრდება როგორც კერძო მოხმარების, ისე ინვესტიციების მოცულობა, რაც განაპირობებს მთლიანი მოხმარების და ინვესტიციების ზრდას.
მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი ზრდის პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდაც. გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ექსპორტზე მოთხოვნა, რაც თავის მხრივ, საქონლის ექსპორტის მოცულობას გაზრდის.
აღსანიშნია, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მეორე კვარტალში გაიზრდება ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რიცხოვნობაც