ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე, 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 53-ჯერ გახსნეს. თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ. კერძო სახლები, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა კი განადგურდა ან დაზიანდა.
გენშტაბის ცნობითვე დიდია მტრის დანაკარგებიც. ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე 15 დარტყმა განახორციელა.