2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე გაიხსნა, რომელსაც სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად ჯენიფერ ლოურენსიც ესწრებოდა. მსახიობს წითელ ხალიჩაზე დიორის წითელი კაბა და ფლოსტები ეცვა, რითაც მალევე პაპარაცებისა და მაყურებლის ყურადღების ცენტში მოექცა.
წითელ ხალიჩაზე ჯენიფერ ლოურენსმა პაპარაცების წინ იპოზიორა, კიბეზე ჩასვლისას კი ყველამ შენიშნა, რომ მსახიობს შავი ფლოსტები ეცვა, რისი ფოტოებიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
ჯენიფერ ლოურენსი ფლოსტების ჩაცმიდან მეორე დღეს კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ისევ გამოჩნდა. მსახიობს მეორე დღესაც დიორის კაბა ეცვა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, მან მაღალქუსლიანებზე ისევ უარი თქვა და წითელ ხალიჩაზე სანდლებით მივიდა.