უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ბახმუტს კვლავ ასახელებს საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ ეპიცენტრად, თუმცა, აღარ ამბობს, რომ უშუალოდ ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება.გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 26 შეტაკება მოხდა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალებმა ქალაქ ბახმუტის სიღრმეში წინ წაიწიეს