კომპანია Meta-ს რეკორდული ჯარიმა დაეკისრა. ევროკავშირში მოქმედი მონაცემთა დაცვის მთავარი პრინციპის დარღვევის გამო ამერიკულ კომპანიას €1,2 მილიარდის გადახდა მოუწევს.
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის დასკვნით, Meta ევროკავშირის მოქალაქეების პირად მონაცემებს კვლავ ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამუშავებდა. ეს კი უწყების განმარტებით, გაერთიანების მოქალაქეების უფლებებს საფრთხის წინაშე აყენებს. ჯარიმასთან ერთად, კომისიამ კომპანიას მონაცემების შეერთებულ შტატებში გაგზავნის შეწყვეტისთვის ხუთთვიანი ვადა მისცა.
Meta-ში ირლანდიის მონაცემთა დაცვის დასკვნას უსამართლო უწოდეს და განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.