"ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებზე საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტი გრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ კონსულტაციებში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი 2 არამოსამართლე წევრის არჩევისთვის უნდა გაიმართოს. პარალელურად მმართველი პარტია ოპოზიციას საბოტაჟში ადანაშაულებს. რა გეგმა აქვს ოპოზიციას და რა განცხადებებს აკეთებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.