საბანკო სექტორის მოგების 85% ორ ბანკზე ნაწილდება. ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2023 წლის პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ამ სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში 15 კომერციული ბანკიდან 4 ბანკი გავიდა ზარალზე, სხვა ყველა კი მომგებიანი იყო, თუმცა, გასული წლების მსგავსად საბანკო სექტორის მოგების დიდი წილი ორ მსხვილ ბანკზე მოდიოდა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, საბანკო სექტორის 85.2% მხოლოდ ორ ბანკზე - „თიბისისა“ და „საქართველოს“ ბანკზე ნაწილდება. ანგარიშგებების მიხედვით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში „თიბისის“ მოგებამ 237 729 600 ლარი; ხოლო „საქართველოს ბანკის“ წმინდა მოგებამ 282 007 208 ლარი შეადგინა.