ბრაზილიამ, გარეული ფრინველის გრიპის რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირების გამო, ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, ფრინველის გრიპის შემთხვევები ესპირიტო სანტოსა და რიო-დე-ჟანეიროს შტატებში გამოავლინეს.
ბრაზილიის ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ შემთხვევები ბრაზილიის წარმოების ძირითადი ტერიტორიებიდან შორს დაფიქსირდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ბრაზილიის მთავრობას H5N1 ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომების მიღებას გაუადვილებს.
ბრაზილია ქათმის ხორცის ყველაზე დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში და ყოველწლიურად გაყიდვებით მიღებული შემოსავალი დაახლოებით 10 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.