საბურთალოს ქუჩის მცხოვრებლები მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 სართულიანი კორპუსის მშენებლობას მე-9 წელია აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, მერიის მხრიდან მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გაიცა, თუმცა ამის შემდეგ მათ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა მისცა, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე კორპუსი არ აშენდებოდა.
ადგილობრივები დარწმუნებული არიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კერძო კომპანია კონკრეტულ ტერიტორიაზე საცხოვრებლის მშენებლობას დაიწყებს, მაშინ მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებული კორპუსების ავტოსადგომზე ჩასასვლელი გზა ჩაიკეტება.
საბურთალოს ქუჩის მცხოვრებლებმა პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესი მოიგეს, თუმცა მეორე ინსტანციამ კერძო კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობის უფლება მისცა.