ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვასილ ურუშაძის განცხადებას, რომ საქართველოში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი ტვირთის შემოტანა ხდება, ეხმაურება.
მათი განმარტებით, აღნიშნული ექსპორტიორი კომპანიები არ არიან მოხვედრილი სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ, სანქცირებული პირების ჩამონათვალში.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიებს, აღნიშნული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირების პროცესი ჯერ არ განუხორციელებიათ.