უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად რეგიონულ დედაქალაქ დნიპროსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სულ მცირე რვა ადამიანი დაიჭრა და ათობით შენობა დაზიანდა. უკრაინული მხარის განცხადებაში აღნიშულია, რომ თითქმის ორი თვის შესვენების შემდეგ მოსკოვმა სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები გააძლიერა. ამავე დროს, უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა გასულ 24 საათში, 6 სარაკეტო, 52 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 65 დარტყმა განახორციელეს.