ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა, რის გამოც რეგიონში ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ძაღლმა, რომელსაც ცოფი დაუდასტურდა, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაკბინა, რის შემდეგაც ძაღლი მოკვდა. ხონის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, თითოეული დაკბენილი მოქალაქე უკვე აცრილია.