ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილი წევრების მემორიალური კუთხე გაიხსნა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების - კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილისა და სხვათა დახვრეტიდან 100 წელი გავიდა.
მემორიალური კუთხე და ქვაჯვარი სასულიერო პირმა აკურთხა და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.