მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოდან ღვინის ექსპორტი რუსეთში, ისტორიულ მაქსიმუმზეა. იანვარ-აპრილში ქვეყანამ ღვინის რეალიზებით ჯამში 78 მილიონ 604 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, აქედან 52 მილიონზე მეტი სწორედ რუსეთში ექსპორტზე მოდის.
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება თითქმის 67%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში, დაახლოებით 56%-ის ფარგლებში იყო.
აღსანიშნია, რომ წელს საანგარიშო პერიოდისთვის, ღვინის ექსპორტი უკრაინის მიმართულებითაც დადებით ტენდენციას აჩვენებს.