ემანუელ მაკრონი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება.
ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ უმთავრესი პრიორიტეტი კვლავ უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დაბრუნებაა. მანვე აღნიშნა, რომ ომი საერთაშორისო სამართალს და ყველა ქვეყნის სტაბილურობას ეხება.
მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში, ემანუელ მაკრონმა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ინვესტიციების საკითხებიც განიხილა.