მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელშიც დაახლოებით 80 000 ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა პოლიტიკურ ლიდერებს შეცვლისკენ და მათი ქვეყნის ევროპული ორიენტაციის აღნიშვნისკენ მოუწოდეს.
აქციაზე იმყოფებოდა თავად ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ. მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთი ანტისამთავრობო პროტესტისა და პროპაგანდის გაღვივებით მოლდოვის ევროიტეგრაციის საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.
აქციაზე ასევე იმყოფებოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპა მოლდოვას „გახსნილი ხელებითა და გულით“ მიესალმება.