სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაში სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
თეა ახვლედიანმა დელეგაციის წევრებს სახელმწიფოს პრიორიტეტები და ამოცანები გააცნო.