“დროას” ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც თელავში დააკავეს, ავჭალაში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. ოპოზიციონერ ლიდერს მისი ადვოკატი უახლოეს წუთებში მოინახულეს, რის შემდეგაც უფრო მეტი დეტალები გახდება ცნობილი. ყვარლის ტბის მიმდებარედ დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება. სასამართლო დღესვე ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლაშა ფარულავას პატიმრობის საკიტხზეც იმსჯელებს, რომელის საგარეჯოს პოლიციასთან გუშინ დააკავეს. პარტიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციათან უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნი ჩართეს, ამის სემდეგ კი საგარეჯოს პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მისი გამორთვა სცადა. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, სწორედ ამ დროს ლაშა ფარულავა და პარტიის წევრი, გიორგი ლომიძე დააკავეს“