რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების გაუქმების მოთხოვნით გამართული აქცია გმირთა მოედანზე დასრულდა. შეკრებილებმა მემორიალთან გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ყვარელში გამართულ აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმება იყო. ორგანიზატორებმა საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართეს და აღნიშნეს, რომ რუსეთ-საქართველოს ფრენების აღდგენა ჩვენი ქვეყნის რუსეთის ნაწილად გამოცხადებას ნიშნავს. აქციის მონაწილეების განცახდებით, ახალი კვირიდან პროტესტის ახალი ტალღა დაიწყება.