რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას ექსპერტები ნეგატიურად აფასებენ. მათი განმარტებით, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოკავშირეები რესეთთან პირდაპირ ფრენებს აჩერებენ, საქართველოს ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. ისინი აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მხრიდან ცუდად აღიქმება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესზეც ნეგატიურად აისახება.