რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოში, მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დაწყებულ პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის, ვინც საკუთარ ხალხს წარმოადგენს, არ შეიძლება პირდაპირი ფრენების წინააღმდეგი იყოს.
„რაც შეეხება საქართველოსთან ავიამიმოსვლას და თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსის რეაქციას: თუ შენს ხალხს წარმოადგენ და არა ვინმეს მიერ გადახდილ შეკვეთას, შეუძლებელია პირდაპირი ავიარეისების წინააღმდეგი იყო, ორ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეებისა და ოჯახების რაოდენობის გათვალისწინებით“, - წერს ზახაროვა „ტელეგრამის“ არხზე.