საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ტულონის 31 წლის მორაგბე ბექა გიგაშვილი ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული გახდა.
ტურნირის გადამწყვეტ მატჩს დუბლინის ავივა სთედიუმზე 31 500 ადამიანი დაესწრო, ტულონელებმა კი შოტლანდიურ გლაზგო უორიორსს 43:19 სძლიეს. ფრანგულმა კლუბმა პირველ ტაიმში 3 უპასუხო ლელო მიითვალა, ჯამში კი, მეტოქე 6-ჯერ დაალელოვა.
გიგაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 50-ე წუთზე ადგილი ქირან ბრუქსს დაუთმო, 74-ეზე კი მინდორს დაუბრუნდა. RugbyPass-მა ქართველი ბურჯის გარჯა 7.5-ზე შეაფასა (გუნდში მე-7 მაჩვენებელი) და დაწერა:
"6 წლის წინ ფედერალ 1-ის წევრ შამბერში თამაშობდა, ახლა კი, ევროპული ტიტულის მფლობელი გახდა. გუნდისთვის საჭირო მომენტებში მწვერვალზე იყო", - წერს ცნობილი სარაგბო გამოცემა.
ტულონმა ჩელენჯ ქაფი ისტორიაში პირველად მოიგო და ამ ტურნირის ფინალში უვე მეხუთედ ითამაშა.