გერმანიის მმართველი კოალიცია გერმანიის მოქალაქეობის მიღების წესს გაამარტივებს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, უცხოელი პირები გერმანიის მოქალაქეობას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ისინი ამ ქვეყანაში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. აქამდე ეს ვადა რვა წელს შეადგენდა. კანონში ასევე ნათქვამია, რომ იმ უცხოელებს, რომლებიც გერმანულ საზოგადოებაში კარგად არიან ინტეგრირებულები, ექნებათ უფლება, გერმანიის მოქალაქეობა სამი წლის შემდეგ მოითხოვონ. უპირატესობა კი იმ მოქალაქეებს მიენიჭებათ, რომლებიც კარგად ფლობენ გერმანულ ენას და აქტიურად მონაწილეობენ მოხალისეობრივ საქმიანობაში ან არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.