სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი „ყვარლის ტბაზე“ არ ყოფილა. სასტუმროს ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა. სტუმრების მიღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს "ახაშენი ღვინის კურორტი და სპაც". შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძეს, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. ინფორმაციის შესახებ კომენტარს ჯერ არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ დროისთვის კი სასტუმროს ტერიტორიაზე პოლიცია არის მობილიზებული.