რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გადაწყვეტილება კვლავ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია. ოპოზიციაში ამბობან, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო ევროპის ნაცვლად, რუსეთისკენ მიჰყავს.