საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადასვლას და და შს მინისტრისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავენ.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მოითხოვენ, სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს და შესაძლოა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დავრჩეთ. ამასთან, მათივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული ფაქტის გამო, მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს.
„სირცხვილის კორიდორი გომელაურს"- აღნიშნეს აქციის ორგანიზატორებმა.