რიში სუნაკი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს, რომელიც რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. მისივე თქმით, სანქციების თანახმად, აიკრძალება რუსული წარმოშობის სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტიც. ამასთან, გაერთიანებული სამეფო, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, ახალ ინდივიდუალურ სანქციებს 86 ფიზიკური პირისა და კომპანიის წინააღმდეგ ამზადებს.